ტრაგიკული კადრები ზაპოროჟიედან - დაბომბვის შემდეგ საავადმყოფოს ნანგრევებში გარდაცვლილი ჩვილი იპოვეს
ტელეგრამ-არხებზე ვრცელდება 23 ნოემბერს ზაპოროჟიეს და მიმდებარე ტერიტორიების ტრაგიკული შედეგების ამსახველი კადრები.
23 ნოემბრის ღამის საათებში რუსები თავს დაესხნენ ზაპოროჟიეს რაიონ ვოლნიანსკს. შედეგად, დაინგრა ადგილობრივი საავადმყოფოს ტერიტორიის სამშობიარო განყოფილება. ნანგრევების ქვეშ იყო ქალი ახალშობილთან ერთად და ექიმი.
ქალი და ექიმი გადაარჩინეს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ ბავშვი გარდაიცვალა.
📹 უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური.