loader

"ვიცი, ეს მესიჯი ბევრს ლახვარივით მოხვდება გულში: ყველას ეს არ ეხება, მაგრამ, ბევრ ღირსეულ ადამიანთან ერთად მექსიკიდან ბევრი ბალასტი მასა შემოვიდა ამერიკაში" - რას წერს ამერიკაში მყოფი ქართველი ბრუკლინში საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვიცი, ეს მესიჯი ბევრს ლახვარივით მოხვდება გულში: ყველას ეს არ ეხება, მაგრამ, ბევრ ღირსეულ ადამიანთან ერთად მექსიკიდან ბევრი ბალასტი მასა შემოვიდა ამერიკაში" - რას წერს ამერიკაში მყოფი ქართველი ბრუკლინში საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე?

ამერიკაში, ბრუკლინში, საქართველოს მოქალაქე მოკლეს. დაჭრილია კიდევ ერთი ქართველი, რომლის გადარჩენას ექიმები ამ დრომდე ცდილობენ.

სისხლიანი დაპირისპირება იმ დროს მოხდა, როდესაც საქართველოს ორ მოქალაქეს ბანკიდან ფული გამოჰქონდა.

აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში ამერიკაში მყოფი ქართველი მარინე ძაგნიძე ეხმაურება და წერს:

"ვიცი, ეს მესიჯი ბევრს ლახვარივით მოხვდება გულში: ყველას ეს არ ეხება, მაგრამ ბევრ ღირსეულ ადამიანთან ერთად მექსიკიდან ბევრი ბალასტი მასა შემოვიდა ამერიკაში, რაც მწვავედ იგრძნობა ბრუკლინში ქუჩურ გარჩევებში, ყაჩაღობებსა და ძარცვაში. ვწუხვარ გუშინ მომხდარი ყაჩაღობის და მკვლელობის გამო. ქართველმა ქართველი მოკლა Shame on you, Georgia !საბედნიეროდ, ეს კვლავ უძლიერესი ამერიკაა, დარწმუნებული ვარ, ეს დანაშაული სულ მალე გაიხსნება, დამნაშავეს მალე დააკავებენ და ის მთელი სიმკაცრით წარდგება სამართლიანი სასამართლოს წინაშე", - წერს მარინე ძაგნიძე.