"მინდა შევახსენო ამ პოპულისტ ფარისევლებს, რომელი პოლიტიკოსი გინახავთ ომში გარდაცვლილი?" - ირაკლი ღარიბაშვილი
"კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ამ პოპულისტ ფარისევლებს - რომელი პოლიტიკოსი გინახავთ ომში გარდაცვლილი?! ბევრს რომ ლაპარაკობენ, „ფეისბუქში“ რომ არიან აქტიურები და ძალიან ვაჟკაცური, გაბედული პოსტებით, რომ გამოირჩევიან, წავიდნენ და იომონ, არა კიევში, სელფებს რომ იღებდნენ, არამედ წინა პლანზე წავიდნენ, ფრონტის წინა ხაზზე წავიდნენ და იომონ თუ ასე ძალიან უნდათ მაინც და მაინც უკრაინაში ომში მონაწილეობის მიღება", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.