loader

"შეიძლება ამის გამო გამაკრიტიკონ, წამოვიდეს ბევრი კრიტიკა და მიიღონ საკუთარ თავზე, მაგრამ..." - რას ჰყვება ორი შვილის დედა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შეიძლება ამის გამო გამაკრიტიკონ, წამოვიდეს ბევრი კრიტიკა და მიიღონ საკუთარ თავზე, მაგრამ..." - რას ჰყვება ორი შვილის დედა?

დღეს ელექტრონული კომუნიკაციის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. სკოლის მოსწავლეებისა თუ საბავშვო ბაგა-ბაღის მშობლებს ხშირად აქვთ სოციალურ ქსელში საერთო ჩათი, სადაც გარკვეულ საკითხებს განიხილავენ. ბევრი მშობელი სკოლაში მისვლის გარეშე, ამ ფორმით აყენებს პრობლემურ საკითხს და ერთმანეთს აზრს უცვლიან. როგორც მშობლები ამბობენ, ხშირად ხდება ჩათებში არასაჭირო თემების განხილვაც.

თეონა რამაზაშვილი 2 შვილის დედაა. მისი შვილები სკოლის მოსწავლეები არიან და ამიტომ თეონა მშობლების ორ ჩატშია გაწევრიანებული. ამბობს, რომ დღის განმავლობაში ასეულობით შეტყობინება შემოდის და დღის ბოლოს ამ ინფორმაციის სრულად წაკითხვა უწევს, რომ მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ გამორჩეს.

ჩათებში ხშირია აზრთა სხვადასხვაობა, რაც მშობლების დაპირისპირების მიზეზი ხდება. კამათობენ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა გამოსაშვებ საღამოზე ბავშვების ჩაცმა, კაბის ფერი და ასე შემდეგ.