loader

“ვიცი, რა რთულია ბახმუტში, ბიჭებო, გამაგრდით! მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ეხმარება უკრაინას გაძლიერებაში“ - ვოლოდიმირ ზელენსკი მიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ვიცი, რა რთულია ბახმუტში, ბიჭებო, გამაგრდით! მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ეხმარება უკრაინას გაძლიერებაში“ - ვოლოდიმირ ზელენსკი მიმართვას ავრცელებს

ჩვენი თავდაცვის ძალები მყარად იკავებენ პოზიციებს და ურთულეს მიმართულებებსაც კი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ამჟამად ურთულესი მდგომარეობაა ბახმუტში.

"რამდენჯერ დაგეგმეს ოკუპანტებმა მთელი დონბასის აღება, ბახმუტში შესვლა. რამდენჯერ გამოაცხადეს ახალი ვადები წინსვლისთვის, გამარჯვებისთვის. ჩვენი ბიჭები ნამდვილი გმირები არიან. ჩვენი მთავარი ამოცანა, როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე ხალხისთვის, არის, რომ ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი თავდაცვის ძალების მხარდასაჭერად, გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვის ძალები. ვიცი, რა რთულია ბახმუტში, დონბასში. ბიჭებო, გამაგრდით! მე თქვენთან ვარ, ხალხი თქვენთანაა. ამ ამოცანის შესასრულებლად, წარმატებით შესასრულებლად, ყოველთვის მხარი უნდა დავუჭიროთ ერთმანეთს. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ეხმარება უკრაინას გაძლიერებაში და ვინც ამ ზამთრის შემდეგ აუცილებლად შეძლებს თქვას, რომ ჩვენი გამარჯვების მოახლოება მისი პირადი შედეგი, პირადი მიღწევაცაა", - აცხადებს ზელენსკი.