"ისე ზრუნავს ჩემზე, მარტო საკუთარი დედა და და თუ იზრუნებს" - რაში ეხმარება ნატა გულიაშვილს ია ფარულავა?
"ჩემი ტკბილი იაშკა... ჩემო მეგობრებო მინდა გითრხრათ, რომ ღმერთმა ია გამომიგზავნა, ჩემს მფარველ ანგელოზად. ისე ზრუნავს ჩემზე, მარტო საკუთარი დედა და და თუ იზრუნებს ესე ჩემზე. მითხრა, რომ ყველანაირად ეცდება ჩამაყენოს ძველ ფორმაში, როგორიც ადრე ვიყავი. აი ისეთი "ამტანში" რომ ვიყავი და ყველას ძალიან რომ მოგწონდით და გიყვარდით..." - ამის შესახებ ნატა გულიაშვილი სოციალურ ქსელში ია ფარულავას შესახებ წერს.
როგორც ნატა გულიაშვილი ამბობს, მას 31 დეკემბერს საზოგადოება ახალ ფორმაში იხილავს.
"ყოველდღიურად მაკონტროლებს რა ვჭამე, ბოლოს რომელ საათზე მივირთვი საჭმელი, რომელზე დავიძინე, რომელზე გავიღვიძე და ასე შემდეგ... ვინც კარგად არ იცნობთ იას, მინდა გითხრათ, რომ ეს ადამიანი არის ღვთისგან მოვლინებული ამ ქვეყანაზე... ძალიან დიდ სტიმულს მაძლევს, რომ ვიყო ჩემი თავის საუკეთესო ვერსია. ვის უნდა მოეცა ასეთი სტიმული და ვის უნდა ეთხოვა, რომ ეს ყველაფერი შემესრულებინა...
გადავწყვიტე რომ დღეიდან, საღამოს 7 საათის მერე აღარ შევჭამო, ადრე დავიძინო, ვივარჯიშო და მალე დავუბრუნდე ჩემს ძველ ფორმას. ზუსტათ ვიცი, რომ იას და ჩემი მეგობრების დახმარებით, მე ამას შევძლებ... ცოტახანში საღამოს 6 საათის მერე აღარ შევჭამ. არ მინდა ჩემს იაკოს, იმედები გაუცრუო...
ყველანი ძალიან მიყვარხართ და გპირდებით, სულ მალე, ძველ ნატა გულიაშვილს მიხილავთ, კონკრეტულად კი, 31 დეკემბერს, ახალ წელს, ვიქნები ძალიან კარგ ფორმაში. ისეთში, თქვენ რომ გინდათ რომ მიხილოთ. არ გაგიცრუებთ იმედებს, გპირდებით!!! თან, 31 დეკემბერს, საახალწლო კონცერტი მიმყავს და უფლება არც მაქვს, ცუდად გამოვიყურებოდე... ყველანი ძალიან მიყვარხართ ვისაც გიყვარვართ, ვინც თბილ მესიჯებს მწერთ, ვინც გამოხატავთ ჩემდამი სიყვარულს და პატივისცდმას. ყველანი ძალიან მიყვარხართ და დიდი მადლობა ამ სითბოსთვის და სიყვარულისთვის!!! ჩემო იაშკა, ჩემო დობილო, დედობილო, მეგობარო და ყველაფერო, გპირდები რომ ძალიან მალე მიხილავ ისეთ ნატას, როგორიც შენ გინდა რომ მიხილო... იაკო, ძალიან მიყვარხარ და იმედებს არ გაგიცრუებ... მე მჭირდებოდა ძალა იმის, რომ ეს ყველაფერი გამეკეთებინა. შენ მე ეს ძალა მომეცი, მე ეხლა ყველაფერს შევძლებ... დიდი მადლიბა ყველაფრისთვის, რასაც ჩემთვის აკეთებ, ჩემო ტკბილო და მზრუნველო იაშკა... მიყვარხარ ძალიან, ძალიანნ... " - წერს ნატა გულიაშვილი.