ირმა ხეცურიანი ეტლით ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონი გახდა
ვარშავაში ეტლით ფარიკაობაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა რაპირით ასპარეზობაში მორიგი მედლები მოიპოვა.
ტურნირის ნახევარფინალში ირმა ხეცურიანმა უკრაინელ მოწინააღმდეგეს, ოლგა იესინას ანგარიშით 15:2 მოუგო. ქართველმა მოფარიკავემ ფინალში ამავე სხვაობით იტალიელი სპორტსმენი, ბიაჯინი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.
ცნობისთვის, ამავე შეჯიბრზე ნინა თიბილაშვილმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში უნგრელი მეტოქე ამარელა ვერესი ანგარიშით 15:3 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.