"შევიკრიბოთ თავისუფლების მოედანზე და შავი სამგლოვიარო ნაჭერი შევაბათ ნაძვის ხეს" - ელენე ხოშტარია საზოგადოებას მიმართავს
"კვირას, 19:00 საათზე, შევიკრიბოთ თავისუფლების მოედანზე და შავი სამგლოვიარო ნაჭერი შევაბათ ნაძვის ხეს" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ელენე ხოშტარია წერს.
"კვირას, 19:00 საათზე, შევიკრიბოთ თავისუფლების მოედანზე და შავი სამგლოვიარო ნაჭერი შევაბათ ნაძვის ხეს. ჩვენ წავალთ და ასე გამოვხატავთ გლოვას და პროტესტს ყალბ მშვიდობაზე.ჩვენი რეალური მშვიდობისთვის დაიღუპა 33 ქართველი ჯარისკაცი.მადლობა იდეისთვის გულიკო ზუმბაძე.დიდება გმირებს" - წერს ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.