"აღარ შემიძლია ხალხო, აღარ! ერთდროულად 5 ბიჭი მოგვიკლეს" - გიგა მაქარაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
უკრაინაში ხუთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი ქართველები ავრცელებენ.
საქართველოს კიდევ 5 მოქალაქის დაღუპვაზე წერს სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილიც.
"ერთდროულად 5 ბიჭი მოგვიკლეს ღორისშვილებმა... აღარ შემიძლია ხალხო, აღარ! - წერს გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინაში რუსეთის ომს 32 მებრძოლი შეეწირა.