loader

"მაპატიეთ ამ შეფასებისთვის, მაგრამ რეალობაა" - რა თქვა ნიკა მელიამ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მაპატიეთ ამ შეფასებისთვის, მაგრამ რეალობაა" - რა თქვა ნიკა მელიამ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე?

"მაპატიეთ ამ შეფასებისთვის, მაგრამ კვდება თუ არ კვდება, თითოეულმა საქართველოს მოქალაქემ უნდა გააცნობიეროს რისთვის არის მზად" - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე განუცხადა.

„ქართული ოცნების" ოფისთან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია დასრულდა.

ადგილზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით გამომსვლელებმა მიმართეს. ისინი აცხადებდნენ, რომ დღეს პოლიტიკური განცხადებები არ იქნებოდა და ახლა მთავარი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გადარჩენაა.

სიტყვით გამომსვლელებმა საზოგადოებას მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესისთვის მომზადებისკენ მოუწოდეს, როცა ის საქალაქო სასამართლოში სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით ჩაინიშნება.

"თავისუფლება მიშას" - ამ ლოზუნგით აქციის მონაწილეები "ქართული ოცნების" ოფისთან მსვლელობით ორბელიანის მოედნიდან მივიდნენ. ადგილზე დიდი ოდენობით სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.

აქციას "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, სხვადასხვა პოლიტიკოსები და მხარდამჭერები ესწრებოდნენ.