"ვაიმე, გავგიჟდები ახლა, 5-ჯერ ვნახე..." - ემოციური ვიდეო სოციალური ქსელიდან, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა
"აშშ-ში, კანზასის შტატის ზოოპარკში შიმპანზეს პატარა გაუჩნდა, მაგრამ ჩვილს სუნთქვა უჭირდა და რამდენიმედღიანი ინტენსიური თერაპია დასჭირდა. ვიდეოზე ის მომენტია ასახული, რეანიმაციის შემდეგ შვილი რომ დედას გალიაში პირველად დაუბრუნეს" - ამის შესახებ სოციალური ქსელის მომხმარებელი ნიკოლოზ ლოლაძე სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს აქვეყნებს.
ვიდეოს კომენტარებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა:
"ლამის დარვინისკენ გადავიხარო..
შიმპანზეს რომ უფრო მეტი დედობრივი გრძნობები აქვს, ვიდრე რუს დედებს...
ესენი (ცხოველები) ყველა არიან human creatures და მთლიანად და ფუნდამენტურად უნდა გამოიცვალოს კაცობრიობის დამოკიდებულება მათ მიმართ. ადამიანის 90% ცოდვების ამათთან ჩვენი დამოკიდებულებიდან მოდის!
ვაიმე, რომ ამოძრავდა პატარა, როგორ გადაირია სიხარულისგან...
ცრემლები მომადგა...
ვაიმე, რა საყვარელია, ცრემლი მომერია...
5-ჯერ ვნახე...
ვაიმე, გავგიჟდები ახლა...
ღმერთო ამეტირა... დედა-შვილობა ყველაზე ტკბილია...
იქ ცხოველებს რეანიმაციით ეხმარებიან, ჩვენ დათვებს თათებს ვჭრით უწერას ტყეში...
აუ რამდენჯერ ვუყურე და კიდევ მინდა ყურება...
ეს ვიდეოც ადასტურებს, რომ ადამიანი მაიმუნისაგან არ შექმნილა..." - წერენ ვიდეოს კომენტარებში სოციალური ქსელის მომხმარებლები.