loader

"ხალხო, დაგავიწყდათ, სიბნელეში და სიცივეში რომ ისხედით? ნუთუ არაფერი აღარ გახსოვთ? გამოდით ყველა, ერთად გადავარჩინოთ ჩვენი პრეზიდენტი" - მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის მონაწილე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ხალხო, დაგავიწყდათ, სიბნელეში და სიცივეში რომ ისხედით? ნუთუ არაფერი აღარ გახსოვთ? გამოდით ყველა, ერთად გადავარჩინოთ ჩვენი პრეზიდენტი" - მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის მონაწილე

„ნაციონალური მოძრაობა“ თავის მხარდამჭერებთან ერთად, “ქართული ოცნების" ოფისთან, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით აქციას გამართავს.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მათი მოთხოვნაა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, რაც მის გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს.

პარტიაში ასევე განმარტავენ, რომ დღევანდელი აქციის მონაწილეებს პოლიტიკური დღის წესრიგი არ გააჩნიათ და მათი მიზანი მხოლოდ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენაა.

ვიდეო: "ტვ პირველი"