"მაგას მოუკვდა ჩემი თავი, გაუბედურდა... 4-ჯერ დაურტყამს დანა არაფრის გულისთვის" - მკვლელობა რაჭაში
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, სოფელ მეორე ტოლაში მეზობელმა მეზობელი დანით მოკლა და შემდეგ ადგილიდან მიიმალა. არსებული ინფორმაციით, მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.
გავრცელებული ინფორმაციით, თანასოფლელები ტყეში წავიდნენ, სადაც კონფლიქტი მოხდა.
ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ვიდეო: "ტვ პირველი"