loader

“მთავარია, რომ ხელისუფლებამ გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალ ინფორმაციაზე დაყრდნობით“ - კელი დეგნანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“მთავარია, რომ ხელისუფლებამ გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალ ინფორმაციაზე დაყრდნობით“ - კელი დეგნანი

მთავარია, რომ ხელისუფლებამ გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალ ინფორმაციაზე დაყრდნობით, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკის საელჩო განაგრძობს ადვოკატირებას, რომ სააკაშვილმა მიიღოს შესაბამისი მკურნალობა და დაცული იყოს მისი უფლებები.

„ჩვენ ვაგრძელებთ მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ მიმდინარე პროცესზე დაკვირვებას. ვეცნობით ახლახან მიღებულ დასკვნას, ისევე როგორც სხვები. საკმაოდ ვრცელი დასკვნაა და ნაწილი ჯერ კიდევ არ თარგმნილა ინგლისურ ენაზე. მთავარია, რომ ხელისუფლებამ გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი ამ ახალ ინფორმაციაზე დაყრდნობით.