"პროცესის გაჭიანურება მხოლოდ მოწინააღმდეგეების ინტერესებში შედის" - ლევან ხაბეიშვილის საარჩევნო შტაბი ნიკა მელიას მიმართავს
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლები პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიას მოთხოვნით მიმართავენ, დაუყოვნებლივ მოიწვიოს პოლიტსაბჭოს სხდომა და პარტიის თავმჯდომარის არჩევნების კონკრეტული თარიღი დადგინდეს. აღნიშნულის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
როგორც მან განმარტა, „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებისთვის ამ პროცესის გაჭიანურება სასარგებლო არ იქნება.