"ნუ დაკარგავთ ნამუსს, თორემ მკვდრები იქნებით" - უნიკალური კადრები აფხაზეთის ომიდან, უკრაინაში დაღუპული მებრძოლის მამის სიტყვები
უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯამბულათ (ჯაბა) ხოფერია დაიღუპა. მისი მამა, არჩილ ხოფერია, აფხაზეთის ომის გმირია. სოციალურ ქსელში აფხაზეთის ომიდან არჩილ ხოფერიას უნიკალური კადრები ვრცელდება. როგორც აფხაზეთის ომის გმირი, ინტერვიუში ამბობს, როცა სამშობლოს უჭირს, მთელი ერი უნდა გაერთიანდესო.
ცნობისთვის, ჯამბულათ ხოფერიას გარდაცვალების შესახებ მებრძოლის მამამ, არჩილ ხოფერიამ სოციალურ ქსელში დაწერა:
"ჩემი შვილი ჯამბულათ ხოფერია აღესრულა უკრაინაში. ვფიქრობდი, დროშა, რომელიც ჩვენ აღვმართეთ დამპყრობლებთან ბრძოლაში, საიმედო ხელში იყო, მაგრამ უფალმა ისევ მე დამიბრუნა... ჩვენ ვერ გაგვტეხენ... ეს ჩვენი ხვედრია და ამ განსაცდელსაც ისე შევხვდებით, როგორც ჩვენ გვეკადრება... მტრებს ყველაფერი წინ აქვთ და მე როცა აღარ ვიქნები, ჩვენი საქმე - ჩვენი სამშობლოს მტრებისგან დახსნის საქმე, მისი ერთიანობის და სიძლიერის საქმე, თქვენ გააგრძელეთ.. მხედრიონის საბრძოლო ფრთა ისევ ბრძოლაშია".
ჯაბა ხოფერია 27-ე ქართველი მებრძოლია, რომელიც 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინაში რუსეთის ომს შეეწირა.