loader

მსახიობი ნუგ­ზარ შა­რია გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მსახიობი ნუგ­ზარ შა­რია გარდაიცვალა

გარ­და­იც­ვა­ლა თე­ატ­რი­სა და კი­ნოს მსა­ხი­ო­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი არ­ტის­ტი ნუგ­ზარ შა­რია, 81 წლის ასაკ­ში. ინ­ფორ­მა­ციას შე­მოქ­მე­დე­ბით­ი კავ­შირ­ი "სა­ქარ­თვე­ლოს თე­ატ­რა­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა" ავრცელებს.

ნუგ­ზარ შა­რია არა­ერ­თი კი­ნო­რო­ლით იყო ცნო­ბი­ლი, მათ შო­რის: "ხე­ვის­ბე­რი გოჩა“, "პა­ლი­ას­ტო­მი", "აბე­სა­ლომ და ეთე­რი", "ენ­გუ­რის ნა­პი­რებ­ზე".

1970 წელს ნუგ­ზარ შა­რია კუ­ბა­ში გა­ემ­გზავ­რა, რის შემ­დე­გაც საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში აღარ დაბ­რუნ­და. შემ­დეგ პა­რიზ­ში პო­ლი­ტი­კური თავ­შე­სა­ფა­რი ითხო­ვა და მალე რა­დიო „თა­ვი­სუფ­ლე­ბის” პა­რი­ზის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა. 1971 წელს ის ნიუ-იორკში გა­და­ვი­და და საქ­მი­ა­ნო­ბა "ამე­რი­კის ხმა­ში“ გა­აგ­რძე­ლა. ასე­ვე, ლექ­ცი­ებს კი­თხუ­ლობ­და კი­ნო­რე­ჟი­სუ­რა­ში ნიუ-იორ­კი­სა და კო­ლუმ­ბი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში.