loader

"უიშვიათესი ბუნებრივი მოვლენა, ჩემს 22-წლიან პრაქტიკაში მსგავსი არაფერი მინახავს" - რა ვიდეო ვრცელდება ოჩამჩირიდან? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"უიშვიათესი ბუნებრივი მოვლენა, ჩემს 22-წლიან პრაქტიკაში მსგავსი არაფერი მინახავს" - რა ვიდეო ვრცელდება ოჩამჩირიდან?

"უიშვიათესი ბუნებრივი მოვლენა - Cappuccino Coast საქართველოს ნაპირებზე. დაფიქსირდა 2022 წლის 27 ნოემბერს ოჩამჩირესთან" - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი არჩილ გუჩმანიძე სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს აქვეყნებს.

მისი თქმით, ეს იშვიათი ბუნებრივი მოვლენა ძირითადად ფიქსირდება სამხრეთ ნახევარსფეროში, ავსტარლიაში, სამხრეთ აფრიკაში, არგენტინაში, სხავაგან ნაკლებად.

"უიშვიათესი ბუნებრივი მოვლენა - Cappuccino Coast საქართველოს ნაპირებზე. დაფიქსირდა 2022 წლის 27 ნოემბერს ოჩამჩირესთან (მადლობა აფხაზ კოლეგებს მოწოდებული ვიდოესთვის და ინფორმაციისთვის).

ჩემი შავ ზღვაზე კვლევითი და გარემოსდაცვითი საქმიანობის 22-წლიან პრაქტიკაში მსგავსი არაფერი მინახავს, ვერც ლიტერატურაში ვნახე ვერაფერი მსგავსი (თუ ვინმეს რამე გაუგია მადლიერი ვიქნები მოწოდებული ინფორმაციისთვის).

ეს იშვიათი ბუნებრივი მოვლენა ძირითადად ფიქსირდება სამხრეთ ნახევარსფეროში, ავსტარლიაში, სამხრეთ აფრიკაში, არგენტინაში, სხავაგან ნაკლებად.

თუ რას ნიშნავს და რატო ვითარდება ამას დავწერ მოგვიანებით", - წერს არჩილ გუჩმანიძე.