ბიჭმა, რომელიც საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ კეთილი საქმით გაიცნო, ისევ დიდი ოდენობის ფული იპოვა და პატრონს დაუბრუნა - “დედას გეფიცებით, ვკანკალებ“
რამდენიმე წლის წინ თორნიკე ნინიკაშვილი საზოგადოებამ ერთი გახმაურებული შემთხვევის გამო გაიცნო.
იგი კურიერად მუშაობდა, როდესაც ქუჩაში დიდი ოდენობის თანხა იპოვა და პატრონის მოძებნა სოციალურ ქსელში გადაწყვიტა.
მაშინ ამას ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თანხის მეპატრონეც მალე იპოვეს და თორნიკემ ფული დააბრუნა.
იგივე შემთხვევა განმეორდა დღეს. როგორც თავად თორნიკე ნინიკაშვილი აქვეყნებს ვიდეოებს, მან ქუჩაში საფულე იპოვა და ძებნის შემდეგ, პატრონსაც დაუბრუნა.
წინა შემთხვევის შესახებ, palitravideo.ge-ს მიერ მომზადებული სიუჟეტი იხილეთ ბმულზე: "მირჩევნია, ისევ დახეული ფეხსაცმელები მეცვას, ვიდრე ეგ ფული ამეღო; ერთ რამეზე დამწყდა გული" - რა რაოდენობის თანხა იყო საფულეში, რომელიც 22 წლის ბიჭმა პატრონს დაუბრუნა