"ჩემი შვილი არ ადანაშაულებს ქართველებს და საქართველოს ხელისუფლებას მოწამვლაში" - გიული ალასანია
"ჩემი შვილი არ ადანაშაულებს საქართველოს ხელისუფლებას მოწამვლაში. თუ მოწამვლა მართლაც შედგა, მას მიაჩნია, რომ აქ არის უცხო სახელმწიფოს კვალი" - ამის შესახებ გიული ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.