loader

“მნიშვნელოვანია მედიკამენტების მიცემის დროს ინტერვალის დაცვა, თბილი სითხის მიცემა: ეს შეიძლება იყოს დედის რძისგან დაწყებული, ჩაით, ხილის ნახარშით (ვაშლი, კომში) დამთავრებული“ - ივანე ჩხაიძის რეკომენდაციები მშობლებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“მნიშვნელოვანია მედიკამენტების მიცემის დროს ინტერვალის დაცვა, თბილი სითხის მიცემა: ეს შეიძლება იყოს დედის რძისგან დაწყებული, ჩაით, ხილის ნახარშით (ვაშლი, კომში) დამთავრებული“ - ივანე ჩხაიძის რეკომენდაციები მშობლებს

როგორც ივანე ჩხაიძე "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნავს, იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს მაღალი ტემპერატურა აქვს, სასურველია მან „პარაცეტამოლი“ მიიღოს სიროფის სახით, ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტი - „იბუპროფენი“, ისიც სიროფის სახით.

„რესპირაციული ვირუსული ინფექციების დროს, ბინაზე მართვის შესაძლებლობები მკვეთრად არის განსაზღვრული. ძირითადი აქცენტი კეთდება ტემპერატურის კონტროლზე. თუ ბავშვს მაღალი ცხელება აქვს, ტემპერატურა 38.5 და მეტი, მაშინ შესაძლებელია სიცხის დამწევი საშუალების გამოყენება. მანამდე კი აუცილებელია ტემპერატურის კონტროლი. იმ შემთხვევაში, თუ ტემპერატურა მოიმატებს, ბავშვს მივცეთ „პარაცეტამოლი“ სიროფის სახით, ან მიიღოს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტი - „იბუპროფენი“, ისიც სიროფის სახით.

ძალიან მნიშვნელოვანია მედიკამენტების მიცემის დროს ინტერვალის დაცვა, სასურველია ეს ინტერვალი 6 საათი იყოს. ჭარბი დოზირების შემთხვევაში, ამ წამლებმა, ისევე როგორც სხვამ, შესაძლებელია გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დამატებით დიდი რაოდენობით თბილი სითხის მიცემას. თბილი სითხე შეიძლება იყოს დედის რძისგან დაწყებული, ჩაით, ხილის ნახარშით (ვაშლი, კომში) დამთავრებული. ასევე, შეიძლება იყოს მინერალური წყალი, მთავარია არ იყოს ტკბილი, გაზირებული სითხე. 1 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებისთვის, ხველის შემთხვევაში კარგი ეფექტი აქვს ჩაის, რომელიც 1 კოვზი თაფლით არის შეზავებული. კატეგორიულად წინააღმდეგები ვართ და პოტენციურად საშიშია ანტიბიოტიკების მიღება ტემპერატურის მართვის თვალსაზრისით. არ არის სწორი, როდესაც ბავშვს 2-3 დღე აქვს სიცხე და შემდეგ მშობლები ანტიბიოტიკის მიღებას აწყებინებენ. ამის უკან ძალიან ბევრი გვერდითი მოვლენა დგას!

რაც შეეხება ჰოსპიტალიზაციას, ბავშვის კლინიკაში წაყვანის დაუყოვნებლივ ჩვენებას წარმოადგენს შეუპოვარი ღებინება, საკვების და სითხის მიღების შეუძლებლობა, განსაკუთრებით საყურადღებოა, როდესაც ბავშვს სითხის მიღება არ შეუძლია. ,- აღნიშნავს ჩხაიძე.