ნოდარ მელაძე სასამართლოს მიერ კალაძის სასარგებლოდ გამოტანილ განაჩენზე განცხადებას ავრცელებს
"ტვ პირველი" ამ თანხას ვერ გადაიხდის, რადგან ანგარიშებს ადევს ინკასო" - "ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე სასამართლოს მიერ კახა კალაძის სასარგებლოდ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება.
სასამართლომ თბილისის საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და "ტვ პირველის“ ჟურნალისტ მაია მამულაშვილს 15 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.
"იმის გამო, რომ კახი კალაძეს მაია მამულაშვილის მიერ დასმული კითხვა არ მოეწონა, სასამართლომ "ტვ პირველს" და მაია მამულაშვილს დააკისრა 15 ათასი ლარის გადახდა.
"ტვ პირველი" ამ თანხას ვერ გადაიხდის, რადგან ანგარიშებს ადევს ინკასო. შესაბმისად, შემდეგ ნაბიჯი იქნება: კალაძე აღსრულებას მიმართავს, რომ ტელევიზიიდან კამერები წაიღოს, ან მაია მამულაშვილის სახლიდან ამ თანხის ოდენობის ნივთები, სამეული, მაცივარი და ან ტელევიზორი.
ველოდებით, აღსრულების სამსახური, მერის მიმართვის საფუძველზე, როგორ შემოდის ტელევიზიაში ნივთების წასაღებად.
p.s კახა კალაძე, ჩემს კომპიუტერს ვერ წაიღებთ, ტელევიზიის არაა, ჩემია და სადაც ვმუშაობ, ყველგან თან დამაქვს", - წერს მელაძე.