"გთავაზობთ, რომ 1-წლიანი მორატორიუმი გამოვაცხადოთ მშვიდობის სადღეგრძელოზე..." - ირაკლი კობახიძე
მე გთავაზობთ, რომ ერთწლიანი მორატორიუმი გამოვაცხადოთ, მაგალითად, მშვიდობის სადღეგრძელოზე საქართველოში. როგორ შეიძლება მშვიდობის სადღეგრძელოს დალევა, როდესაც უკრაინაში ომია? - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, თბილისის 2023 წლის სლოგანთან -„მშვიდობის ქალაქთან“ დაკავშირებით გამოხმაურებებზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.
მისივე თქმით, ოპოზიციას სინამდვილეში არა სლოგანი, არამედ საქართველოში მშვიდობა აღიზიანებს.