loader

1-ელი დეკემბრიდან კვირის ბოლომდე მელიქიშვილის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

1-ელი დეკემბრიდან კვირის ბოლომდე მელიქიშვილის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება

მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, უახლოეს დღეებში ასფალტის საფარის ბოლო ფენა დაიგება, რის გამოც პირველი დეკემბრის 00:00 საათიდან კვირის ბოლომდე, აღნიშნულ საგზაო მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, გუშინ დაკეტილი იყო თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის (ფილარმონიის) მიმდებარე ტერიტორია, დღეს საგზაო სამუშაოები უკვე დასრულებულია და საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.