"ნუ გახსნით! კომპიუტერსა და ტელეფონში რაც გაქვთ, იმასაც ნახავს" - კიბერუსაფრთხოების ექსპერტი საზოგადოებას აფრთხილებს
კიბერუსაფრთხოების ექსპერტი ანდრო გოცირიძე საზოგადოებას აფრთხილებს, ნუ გახსნიან ბმულს - "ვიდეოში შენ ხარ?".
"ვიდეოში შენ ხარ?" - ასეთი მესიჯი მოდის მესენჯერში და ცდუნება დიდია, ზოგს რა გაახსენდება და ზოგს რა, ყველას აინტერესებს, რა ვიდეოა მასზე, მაგრამ ნუ გახსნით, ვირუსია - მესენჯერს დაგიბლოკავთ, პასვორდს მოგპარავთ და თქვენი ანგარიშიდან დაიწყებს დაგზავნას.
რასაკვირველია, კომპიუტერში, ტელეფონში რაც გაქვთ, იმასაც ნახავს და შეიძლება მართლაც გახდეთ ვიდეოგმირი.
თუ მწველმა სურვილმა მაინც გძლიათ და გადახვედით ბმულზე, შეცვალეთ პასვორდი (ახალი პასვორდი ნუ იქნება ადვილად გამოსაცნობი სიტყვა), გამოდით ყველა დევაისიდან, დააყენეთ ორმაგი ავთენტიფიკაცია.
თუ პრობლემები მაინც გაგრძელდა, რთულია, მაგრამ კომპის/ტელეფონის დარესეტება მოგიწევთ, თან ისე, რომ ფაილები არ გადაარჩინოთ - შესაძლოა ინფიცირებული იყოს.
ერთმანეთს გასაფრთხილებლად ბმულს ნუ გაუგზავნით, შესაძლოა, უნებლიეთ დაკლიკოს მეგობარმა. თუ მაინცდამაინც ვიზუალია და თვალით დანახულს აღიქვამს მხოლოდ, სურათი გადაუღეთ ბმულს და ის მიაწოდეთ თვალსაჩინოებისათვის", - წერს ანდრო გოცირიძე.