"მინდა ერთ საკმაოდ შემაშფოთებელ ტენდენციას გამოვეხმაურო... მრცხვენია, ამაზე რომ მიწევს საუბარი" - რა განაცხადა კახა კალაძემ საახალწლო სლოგანის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზე
საახალწლო სლოგანში არავითარი პოლიტიკური გზავნილი არ იყო ჩადებული - მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. რა ვქნათ მეგობრებო, არ ჩავიფიქროთ მშვიდობა? არ გავუშვათ ეს ყველასათვის სანუკვარი სურვილი თბილისიდან მსოფლიოს ყველა ქვეყნის მიმართულებით? - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, განცხადებები იმის შესახებ, რომ დედაქალაქის 2023 წლის სლოგანი - „მშვიდობის ქალაქი“ უკრაინელების მიმართ ნიშნისმოგებაა, უმძიმესი სპეკულაცია და პროვოკაციაა.