loader

“ღმერთო, კარგად ამყოფე; ღმერთმა არ ქნას, სააკაშვილს რამე დაემართოს - ეს იქნება კატასტროფა, თავის მოჭრა ქართული სახელმწიფოსი და „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა“ - ალეკო ელისაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ღმერთო, კარგად ამყოფე; ღმერთმა არ ქნას, სააკაშვილს რამე დაემართოს - ეს იქნება კატასტროფა, თავის მოჭრა ქართული სახელმწიფოსი და „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა“ - ალეკო ელისაშვილი

„ქართულ ოცნებას“ ეშინია, რომ სააკაშვილი ისევ იმ გზას დაადგება, დაიწყებს შემოტევებს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ და იმიტომ არ უშვებს საზღვარგარეთ, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

ალეკო ელისაშვილის განცხადებით, სახელმწიფომ არცერთი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება არ უნდა დაუშვას.

„ძალიან მარტივი ამბავია: უახლოეს ისტორიაში პრეზიდენტი ციხეში არ გვყოლია, ჯერჯერობით ეს პირველი ამბავია, ასეთი პატიმრის ჯანმრთელობაზე და ზოგადად, ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საპატიმროში, პასუხისმგებელია თავიდან ბოლომდე სახელმწიფო. ღმერთმა არ ქნას, სააკაშვილს რამე დაემართოს; ღმერთო, კარგად ამყოფე, ერთმნიშვნელოვნად ეს იქნება კატასტროფა. ეს იქნება „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა და ეს იქნება თავის მოჭრა ქართული სახელმწიფოსი".