loader

“ნახევარჩონჩხს სამედიცინო სისტემა უდგას, დეფორმირებული სახსრები, შეზღუდულად მოძრავი და ერთი უმოძრაო კიდური“ - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სააკაშვილის შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ნახევარჩონჩხს სამედიცინო სისტემა უდგას, დეფორმირებული სახსრები, შეზღუდულად მოძრავი და ერთი უმოძრაო კიდური“ - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სააკაშვილის შესახებ

“მივედი. ვნახე.

ვინც იცნობდით მიხეილ სააკაშვილს, ვეღარ იცნობთ. ვისაც გახსოვთ, როგორი იყო, სულ სხვანაირი დაგხვდებათ. თეთრი საღებავით გულმოდგინეთ შეღებილი ორი ფანჯრიდან ცის ჭუჭრუტანისოდენა ნაგლეჯიც არ ჩანს. საკანი კი არა, დილეგია.

სავარძელზე ნახევრად დამჯდარ ნახევარჩონჩხს სამედიცინო სისტემა უდგას და ტემპერატურა 37.5 გრადუსი აქვს.

დეფორმირებული სახსრები, შეზღუდულად მოძრავი და ერთი უმოძრაო კიდური, გამეჩხერებული თმა და გადათეთრებულ სახეზე ნაძალადევი ღიმილი. ვერ იცნობ.

პალატა/დილეგის თვალიერებას იწყებ – სად არის ის, ვინც ფეხზე მდგარი 6 თვის წინ ნახე ტელევიზიით, 12 მაისს რომ გადმოიყვანეს ვივამედში. სხვა არავინ არის. მარტო ის არის, რასაც ხედავ.

„მოდი, აქ დაჯექი, ახლოს”, – გეუბნება და საუბრით ცნობ, სწრაფი და დამახასიათებელი მეტყველებით; ეს ერთადერთია, რაც შერჩენია, და ესეც ნაწყვეტ-ნაწტვეტად, ღრმა ამოსუნთქვა/ჩასუნთქვას შორის შუალედში შერჩენია.

მიხვალ ახლოს, დაუჯდები გვერდით და საუბრობ ამ მთისას და იმ მთისას, ცოტას წარსულზე, უფრო ცოტას აწმყოზე და კიდევ უფრო ცოტას მომავალზე. აგყვება და საუბრობს უფრო წარსულზე, მერე ზელენსკიზე, მერე… აღარაფერზე.

ისედაც ძაფზე ჰკიდია მისი მომავალი. ისედაც ძაფზე ჰკიდია მისი სიცოცხლე. მიხეილ სააკაშვილი არ არის პატიმარი, კოლეგებო. ასეთი სნეული ადამიანები ვერ არიან პატიმრები, ასეთები ვერ ასრულებენ პატიმრის მოვალეობას.

„ახლა წავალ“, – ვამბობ მე.

„წადი და რაც აქ ნახე, თქვი”, – მეუბნება მაინც ღიმილით. - ნატო ჩხეიძე“ -აქვეყნებს ნანუკა ჟორჟოლიანი.