loader

რას ამბობს მონაზონზე სასტიკ ძალადობაში ბრალდებულის შვილი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ამბობს მონაზონზე სასტიკ ძალადობაში ბრალდებულის შვილი?

"მამაჩემი დამნაშავე არ არის, თუ დამნაშავეა, დაისჯება, მაგრამ დამნაშავე არ არის" - აცხადებს მონაზონზე სასტიკ ძალადობაში ბრალდებულის შვილი.

ხაშურისა და სურამის ეპარქიის დედათა მონასტერში ორი პირი შეიჭრა. ისინი მონაზონს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

პროკურატურის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულები 26 ნოემბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი ჯგუფურად, დაზარალებულის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით) და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში (საცხოვრებელ კელიაში) უკანონო შეღწევით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვიდეო: "ტვ პირველი"