"ძალიან უხდებით ერთმანეთს" - ირინკა კავსაძე ჩცდ-ის მსახიობზეა შეყვარებული, წყვილის რომანტიკული ვიდეო
ირინკა კავსაძე და გიორგი ტაბიძე შეყვარებულები არიან. რომანტიკული ფოტო და ვიდეო ირინკამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ჩვენს კითხვაზე, რა ხდებოდა მათ შორის, გიორგიმ გვიპასუხა, რომ ურთიერთობა ახალი დაწყებულია და ამ ეტაპზე არ სურს ამ თემაზე საუბარი. მოგვიანებით კი ტელეფონი გათიშა.
"ძალიან უხდებით ერთმანეთს" - სწერენ წყვილს კომენტარებში, "ინსტაგრამზე" გამოქვეყნებულ ფოტოზე.
ირინკა წლებია, რაც ამერიკაში ცხოვრობს და მამასთან სინეტიკის თეატრშია დაკავებული. კახი კავსაძის შვილიშვილი საზოგადოებამ ახლოს მას შემდეგ გაიცნო, რაც რამდენიმე წლის წინ, პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მიიღო მონაწილეობა და ოთო ფოლადაშვილთან ერთად ფინალში გავიდა...
რაც შეეხება გიორგი ტაბიძეს, მსახიობი ცნობილი სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გახდა, სადაც ჩიკას უფროს შვილს თამაშობდა. სერიალში ჰყავდა შეყვარებული, რომლის როლსაც მსახიობი ნინა ლორთქიფანიძე თამაშობდა. სანი და ელენე, რეალურ ცხოვრებაშიც შეყვარებულები იყვნენ. წყვილს ნიშნობაც ჰქონდა, თუმცა ორი კვირის წინ, ჟურნალ „გზასთან“ ინტერვიუში გოგონამ თქვა, რომ ის და გიორგი ერთმანეთს დაშორდნენ.
ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე...