loader

როგორია იმ მონაზვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც 2 დღის წინ ფიზიკურად გაუსწორდნენ? - დეკანოზ მიქაელ ელიაძის განცხადება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორია იმ მონაზვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც 2 დღის წინ ფიზიკურად გაუსწორდნენ? - დეკანოზ მიქაელ ელიაძის განცხადება

"მონაზონი ინტენსიურშია, პალატაში, მკურნალობს, რეაბილიტაციას გადის. ასე ვიცი მე, რომ სიცოცხლესთან შეუთავსებელი, ღვთის მადლით, არაფერი არ სჭირს", - ამის შესახებ დეკანოზმა მიქაელ ელიაძემ "მთავარ არხს" განუცხადა.

ცნობისთვის, ხაშურისა და სურამის ეპარქიის დედათა მონასტერში ორი პირი შეიჭრა. ისინი მონაზონს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

პროკურატურის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულები 26 ნოემბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი ჯგუფურად, დაზარალებულის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით) და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში (საცხოვრებელ კელიაში) უკანონო შეღწევით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვიდეო: "მთავარი არხი"