რას ამბობენ ხაშურში დედაოზე ძალადობაში ბრალდებული პირების მშობლები?
ხაშურის მუნიციპალიტეტში მდებარე დედათა მონასტერში მომხდარი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტზე პოლიციამ წარსულში ნასამართლევი 27 და 39 წლის მამაკაცები დააკავა.
სასტიკად არის ნაცემი 70 წლის მონაზონი. როგორც ადგილობრივები ჰყვებია, ის ჯერ გააუპატიურეს, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდნენ. უმძიმეს მდომარეობაში მყოფი მონაზონი კატასტროფის ბრიგადამ თბილისში ცოტა ხნის წინ გადმოიყვანა.
როგორც ცნობილია, დაკავებული 39 წლის მამაკაცი ადგილობრივია და სავარაუდოდ მას მონაზონი პირადად იცნობდა, ხოლო მეორე დაკავებული, 27 წლის ბიჭი ხარაგაულიდან არის. ირკვევა, რომ ის 39 წლის კაცთან სტუმრად იმყოფებოდა.
ვიდეო: "რუსთავი 2"