"ისე ვარ შეშინებული, ვაშლს კი არა, დანას თუ მოვკიდებ ხელს, არ ვიცი" - 74 წლის პენსიონერის თქმით, ის ვაშლის გათლის გამო 200 ლარით დააჯარიმეს
"ისე ვარ შეშინებული, ვაშლს კი არა, დანას თუ მოვკიდებ ხელს, არ ვიცი" - 74 წლის პენსიონერის, ნოე მეხრიშვილის თქმით, ის ოზურგეთში, ვაშლის გათლის გამო 200 ლარით დააჯარიმეს.
მისივე თქმით, დანა რომელითაც ის ვაშლს თლიდა, სამართალდამცველებმა ცივ იარაღად ჩაუთვალეს, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნეს და ჯარიმაც გაუფორმეს.
ვიდეო: "ტვ ირველი"