"თავზარდაცემული ვარ, ეს როგორ უნდა გააკეთოს ადამიანმა" - ხაშურში, დედათა მონასტერში მომხდარი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტზე ორი პირი დააკავეს
ხაშურის მუნიციპალიტეტში დედათა მონასტერში მომხდარი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტზე სამართალდამცავებმა ორი პირი დააკავეს, - ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 137-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას და გაუპატიურებას გულისხმობს.
ცნობისთვის, ხაშურის მუნიციპალიტეტში, დედათა მონასტერში ორი პირი შეიჭრა. უცნობებს მონასტრის იღუმენიამ და წევრებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, რა დროსაც მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ. ერთ-ერთი მონაზონი, რომელსაც სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება, საავადმყოფოშია გადაყვანილი.