loader

"ქუჩაში დავინახე ქალი, მოწყალებას ითხოვდა; დავეხმარე და ასეთი რამ მითხრა... მაშინვე მომხვდა გულზე ეს სიტყვები" - როგორ ეხმაურება თაკო ტაბატაძე თერჯოლაში მომხდარ სასტიკ დანაშაულს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ქუჩაში დავინახე ქალი, მოწყალებას ითხოვდა; დავეხმარე და ასეთი რამ მითხრა... მაშინვე მომხვდა გულზე ეს სიტყვები" - როგორ ეხმაურება თაკო ტაბატაძე თერჯოლაში მომხდარ სასტიკ დანაშაულს

გუ­შინ, გვი­ან ღა­მით, თერ­ჯო­ლა­ში შემ­ზა­რა­ვი და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და. 37 წლის თა­მი­ლა ლი­ლუ­აშ­ვილს ყო­ფილ­მა ქმარ­მა ბენ­ზი­ნი გა­და­ას­ხა და თვითმხილ­ვე­ლე­ბის თვალ­წინ დაწ­ვა. ქალი ად­გილ­ზე­ვე და­ი­ღუ­პა. ფაქ­ტის შემ­სწრე­ე­ბი ცდი­ლობ­დნენ, მას მიშ­ვე­ლებ­დნენ, თუმ­ცა უშე­დე­გოდ. სხე­უ­ლის 60-70%-იანი, მე­სა­მე-მე­ო­თხე ხა­რის­ხის დამ­წვრო­ბა მი­ი­ღო თა­ვად მო­ძა­ლა­დე­მაც...

მომხდარს სოციალურ ქსელში თაკო ტაბატაძე ეხმაურება:

რამდენიმე დღის წინ ქუჩაში დავინახე ქალი, მოწყალებას ითხოვდა. დავეხმარე და ასეთი რამ მითხრა: ,,ღმერთმა გადაგარჩინოს ამქვეყნიერებას”. მაშინვე მომხვდა გულზე ეს სიტყვები…როცა ამ ქვეყანაში ცხოვრობ, ფიზიკური გადარჩენა დიდი მიღწევაა. გადის რამდენიმე დღე და ვკითხულობ, რომ ახალგაზრდა ქალი ყოფილმა ქმარმა ცოცხლად დაწვა. სული მეწვის… და მტკივა ისე როგორც ძალიან ახლობელი ადამიანის დაკარგვა, მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ ვიცნობდი… ამ საზოგადოების ჩამყაყებულმა ნაწილმა კიდევ ერთი სიცოცხლით სავსე ქალი სასტიკად გაანადგურა იმ მკვლელის ხელით, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, გამართლებასაც მოუძებნიან, როგორც სჩვევიათ ხოლმე:,,ალბათ ღირსი იყო და მაგიტომ”,

,,ტყუილად არავინ არავის მოკლავს”, ,,თავგასულ ქალს ასე მოუხდება” და ასე შემდეგ…ამ ქვეყანაში ქალის დანაშაულია: თუ მიგატოვეს, თუ განქორწინდი, თუ დამოუკიდებელი ხარ, თუ საკუთარ თავს პატივს სცემ, თუ შეგიძლია საკუთარი თავის დაცვა, თუ ბედნიერი ხარ, თუ გიყვარს, თუ გჯერა და კიდევ ბევრი თუ… თითოეულ ადამიანს მივმართავ, ვინც გამოირჩევით ქალთმოძულეობით, ამ სიძულვილში ზრდით შვილებს და მოუწოდებთ კაცებს, რომ დაწვან, სცემონ, დაჭრან…თქვენ ხართ თამილას მკვლელები! მივმართავ მშობლებს, ნათესავებს, ახლობლებს, რომლებიც მოძალადე კაცების ატანას გვაიძულებენ და გვდევნიან მხოლოდ იმიტომ, რომ ამ საზოგადოების სატანისტური ჯგუფის

განხილვის ობიექტი არ გავხდეთ, თქვენც გაუცნობიერებლად ასაზრდოებთ მათ! შეწყვიტეთ! მხარი დაუჭირეთ თქვენს შვილებს, დებს, დედებს, რომ იყვნენ ბედნიერები, ძლიერები თქვენით! და ბოლოს, მივმართავ იმ საიტებს, რომლებიც ახდენენ ასეთი ძალადობრივი კომენტარების წახალისებას პირადი თუ ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით. თქვენ კვებავთ მკვლელებს! ასაზრდოებთ მათ ბნელ

ფანტაზიებს! ასეთი კომენტარები უნდა იბლოკებოდეს და სირცხვილი უნდა იყოს!!!! ხატებით რომ აქვთ ,,მოოჭვილი” სოციალური ქსელები და ერთმანეთს ,,ლოცავენ” უფლის სახელით, ვინ უფრო საშინელ სიკვდილს უსურვებს ქალს!!!! ამაზრზენია!!!ჩემი ღმერთი არ განიკითხავს!!! ჩემი ღმერთი მიმტევებელია!!!! ჩემი ღმერთი სიყვარულია!!!!მე ბედნიერი ვარ!!!! მე ძლიერი ვარ!!!! მე არ ვეგუები!!!! მე ვცვლი!!!! #თამილალილუაშვილისთვის - წერს თაკო ტაბატაძე.