"აი, ეს სიმყრალე გამოაგორეს... რამე გამოლოცვა მასწავლეთ, ჩერგოს წყევლისგან რომ დამიცვას" - რას წერენ გუშინდელი მწვავე ეთერის შემდეგ ჩერგოლეიშვილი და კილაძე
გადაცემა „რეაქციაში“ თამარ ჩერგოლეიშვილი და ელისო კილაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ჩერგოლეიშვილმა კილაძეს მატყუარა უწოდა.
მოგვიანებით, თოქშოუში მწვავე დაპირისპირებას თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:
„პოლიტიკური პროცესის სეფსისზე ვსაუბრობდი და მაგალითიც აქაა “ჩვენი ასავალდასავალი გვჭირდება, თეთრი ხელთათმანებით საქმე არ გამოდის”! და აი, ეს სიმყრალე გამოაგორეს - ამ ნაგავს მოაწამვლინეს ნახევარნაბიჯა ტყუილებით პოლიტიკური პროცესი. ბიძინას ამარცხებდნენ ასე", - წერს ჩერგოლეიშვილი Facebook-ზე.
თავის მხრივ, ჩერგოლეიშვილთან დაპირისპირებას გამოეხმაურა ელისო კილაძე.
„შენ რეიტინგი არ გაქვსო, ამას მეუბნება ქალი, რომლის ქმარსაც ნეგატივის გამო ყველა არჩევნების წინ ეკრანებიდან ხსნიდნენ. რამე გამოლოცვა მასწავლეთ, ჩერგოს წყევლისგან რომ დამიცვას“, - დაწერა ელისო კილაძემ სოციალურ ქსელში.