loader

"წლე­ბი უყ­ვარ­დათ ერ­თმა­ნე­თი, ვიდ­რე და­ქორ­წინ­დე­ბოდ­ნენ, შემდეგ კი..." - რას ჰყვებიან თერჯოლაში მომხდარ შემზარავ ფაქტზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"წლე­ბი უყ­ვარ­დათ ერ­თმა­ნე­თი, ვიდ­რე და­ქორ­წინ­დე­ბოდ­ნენ, შემდეგ კი..." - რას ჰყვებიან თერჯოლაში მომხდარ შემზარავ ფაქტზე

რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ თერ­ჯო­ლა­ში შემ­ზა­რა­ვი ფაქ­ტი მოხ­და. 37 წლის თა­მი­ლა ლი­ლუ­აშ­ვილს ყო­ფილ­მა ქმარ­მა ბენ­ზი­ნი გა­და­ას­ხა და თვითმხილ­ვე­ლე­ბის თვალ­წინ დაწ­ვა. შემ­თხვე­ვა მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ "მაგ­ნი­ტში" მოხ­და, სა­დაც გარ­დაც­ვლი­ლი მე­ნე­ჯე­რად მუ­შა­ობ­და.

ქალი ცე­ცხლის ალში ად­გილ­ზე­ვე და­იწ­ვა. ფაქ­ტის შე­მ­სწრე­ე­ბი ცდი­ლობ­დნენ, მას მიშ­ვე­ლებო­დნენ, თუმ­ცა უშე­დე­გოდ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ პრო­ცეს­ში ისი­ნიც და­შავ­დნენ, ქა­ლის­თვის დახ­მა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნა მა­ინც ვერ შეძ­ლეს. სხე­უ­ლის 60-70%-იანი, მე­სა­მე-მე­ო­თხე ხა­რის­ხის დამ­წვრო­ბა მი­ი­ღო თა­ვად მო­ძა­ლა­დე­მაც.

რო­გორც სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრ "იმერ­მე­დის“ ექიმ­მა თი­ნა­თინ ჩა­ფი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, პა­ცი­ენ­ტი კლი­ნი­კა­ში შო­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში შე­იყ­ვა­ნეს. ის ამ დრო­ის­თვის რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა.

ექი­მის გან­ცხა­დე­ბით, 41 წლის მა­მა­კა­ცის სი­ცო­ცხლეს ამ ეტაპ­ზე საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

"პა­ცი­ენ­ტი უმ­ძი­მეს შო­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, 20:20 სა­ათ­ზე შე­მო­იყ­ვა­ნეს. სხე­უ­ლის, და­ახ­ლო­ე­ბით, 60-70%-იანი, მე­სა­მე-მე­ო­თხე ხა­რის­ხის დამ­წვრო­ბა იყო. ის შეყ­ვა­ნი­ლია რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში შემ­დგო­მი მკურ­ნა­ლო­ბის და დაკ­ვირ­ვე­ბის მიზ­ნით“, - გა­ნა­ცხა­და ექიმ­მა.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ცნო­ბით, გარ­დაც­ვლილს ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი დარ­ჩა.

რო­გორც ბოლო დროს მომ­ხდა­რი ფე­მი­ცი­დის უმ­რავ­ლე­სო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სცე­ნა­რი აქაც იდენ­ტუ­რი იყო - ყო­ფილ ცოლ­ზე ძა­ლა­დო­ბის გამო კაცს შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი ჰქონ­და გა­მო­წე­რი­ლი.

"წლე­ბი უყ­ვარ­დათ ერ­თმა­ნე­თი, ვიდ­რე და­ქორ­წინ­დე­ბოდ­ნენ. შემ­დეგ არ ვიცი, რა მოხ­და, კაცი გა­მუდ­მე­ბით ძა­ლა­დობ­და თურ­მე და და­შორ­დნენ. შე­რი­გე­ბას სთხოვ­და და არ ურიგ­დე­ბო­დაო. შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რიც ჰქო­ნია გა­მო­წე­რი­ლი კაცს, მაგ­რამ ვე­რა­ფერ­მა და­იც­ვა ეს გოგო. ორი ბავ­შვი და­ობ­ლდა" - უყ­ვე­ბა ambebi.ge-ს გარ­დაც­ვლი­ლი ქა­ლის მე­ზო­ბე­ლი.

შსს-ში აცხა­დე­ბენ, რომ მომ­ხდარ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა - 109-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით ჩა­დე­ნილ გან­ხრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.