loader

“ისეთი სიჩქარით მიდიოდა მანქანა, რომ ადგილზე გარდაიცვალა ის კაცი“ - ჯავახეთის ქუჩაზე ავარია მსხვერპლით დასრულდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ისეთი სიჩქარით მიდიოდა მანქანა, რომ ადგილზე გარდაიცვალა ის კაცი“ - ჯავახეთის ქუჩაზე ავარია მსხვერპლით დასრულდა

ცნობილი ხდება, რომ ვარკეთილში, ჯავახეთის ქუჩაზე ავარია მსხვერპლით დასრულდა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში თვითმხილველები და უბნის მცხოვრებლები დეტალებს წერენ:

“ფეხით მოსიარულეს დაეტაკა მანქანა. საცოდავი ადგილზევე დაიღუპა“

“მამაკაცს დაეჯახა მანქანაო. ძალიან ბევრი ხალხი იყო, მგონი გარდაიცვალა, შუქნიშანთან გადაკეტილი იყო.

“კი სამწუხაროდ დაიღუპა, ისეთი სიჩქარით მიდიოდა მანქანა, რო ადგილზე გარდაიცვალა ის კაცი, ისეთი დარტყმა ქონდა მანქანას თითქოს ბოძს დაეჯახა. სამწუხარო ამბავი.“ - წერენ სოც ქსელში.