loader

“12 წლის ბავშვი ბავშვს აჩენს და რა გინდა, უხარია თვითონო... ვერ იაზრებს რაშია გახვეული, თოჯინობანა ჰგონია დედობანა“ - ბაია პატარაია მიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“12 წლის ბავშვი ბავშვს აჩენს და რა გინდა, უხარია თვითონო... ვერ იაზრებს რაშია გახვეული, თოჯინობანა ჰგონია დედობანა“ - ბაია პატარაია მიმართვას ავრცელებს

“12 წლის ბავშვი ბავშვს აჩენს და რა გინდა, უხარია თვითონო. მარტო ის ფაქტი, რომ უხარია, უკვე გვიჩვენებს, როგორი პატარაა ბავშვი, და რამდენად ვერ იაზრებს რაშია გახვეული, თოჯინობანა ჰგონია დედობანა. 11-12 წლის ბავშვს იცნობთ? შეიძლება მან მიიღოს გადაწყვეტილება ნებაყოფლობით სექსზე? რა ცოდნა აქვს ან რა სიმწიფე, რომ გაისიგრძეგანოს, რა არის სქესობრივი ურთიერთობა და მიიღოს გადაწყვეტილება ამაზე? ეს ერთმნიშვნელოვნად გაუპატიურებაა. ბავშვის მოტყუება და მანიპულირება ხომ ადვილია...

● 14 წლის გაუპატიურებული გოგო საკუთარმა ღორმა მამამ ისე სცემა, ბავშვის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

● 14 წლის გაუპატიურებული ნინი რომ სუიციდამდე მიიყვანა საკუთარმა ოჯახმა და გარემომ, ეგეც ხომ გვახსოვს?!

დღეს გოგოები და ქალები ყველაზე დაუცველები სქესობრივი ძალადობაში არიან. მათ კანონიც კი არ იცავს სათანადოდ, არათუ პოლიცია და სასამართლო.

ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი თავები და ჩვენი შვილები და ჩვენი უძვირფასესი ადამიანები ამ საზარელი დანაშაულებისაგან. ამიტომ გამოდი გარეთ ხვალ, 25 ნოემბერს, 20:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე და მოითხოვე გაუპატიურების კანონის ცვლილება!“ - წერს ბაია პატარაია.