loader

"გაკეთებული ჰქონდა 3 ვაქცინა და მომდევნო 2 ვაქცინაზე უარი განაცხადა" - ქუთაისში ქალს, რომელიც გარდაიცვალა, ცოფისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გაკეთებული ჰქონდა 3 ვაქცინა და მომდევნო 2 ვაქცინაზე უარი განაცხადა" - ქუთაისში ქალს, რომელიც გარდაიცვალა, ცოფისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა

ქუთაისში 65 წლის ქალი ძაღლის ნაკბენის შემდგომი გართულებით კლინიკაში გარდაიცვალა. აღნიშნული პირი სამტრედიაში მიუსაფარმა ძაღლმა 31 ოქტომბერს დაკბინა. მან ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის არასრული კურსი ჩაიტარა, რამაც სავარაუდოდ, გართულება გამოიწვია.

მკურნალი ექიმის თქმით, პაციენტს ცოფისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა და გულის გაჩერებით გარდაიცვალა, თუმცა მის ანალიზებში ცოფი არ აღმოჩნდა.

კლინიკაში ვარაუდობენ, რომ ცოფი ჩატარებული ვაქცინის გამო, შესაძლოა, ანალიზში აღარ გამოვლენილიყო. ოჯახმა ექსპერტიზაზე უარი განაცხადა.