93 წლის ასაკში, საქართველოს სახალხო არტისტი თამარ სხირტლაძე გარდაიცვალა!
სახალხო არტისტი თამარ სხირტლაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.
„ქართული თეატრის უხუცესი შეუერთდა ამ გიორგობა დღეს ზეციურ საქართველოს!!! 93 წლის ასაკში საქართველოს სახალხო არტისტი თამარ სხირტლაძე გარდაიცვალა!!!“ - წერს მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დიმიტრი ღვთისიაშვილი.
მსახიობის ბოლო ინტერვიუ "რუსთავი 2"-თან შედგა, სადაც მან თავისი ერთადერთი შვილის გარდაცვალებაზე ისაუბრა.