"ერთი სული გვაქვს, როდის შეგხვდებით, პატარავ“ - ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე მეორე შვილს ელოდებიან
ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე მეორე შვილს ელოდებიან. ინფორმაცია ამის შესახებ ბერას ოფიციალური გვერდიდან გახდა ცნობილი. მუსიკოსმა მეუღლესთან და უფროს შვილთან ერთად გადაღებული რამდენიმე წამიანი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ორსული ნანუკა გუდავაძე ჩანს. "ერთი სული გვაქვს, როდის შეგხვდებით, პატარავ...“ - წერს ივანიშვილი.