loader

ბათუმში 14 წლის გოგოს ცემის ფაქტზე მოზარდის მამა დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბათუმში 14 წლის გოგოს ცემის ფაქტზე მოზარდის მამა დააკავეს

ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში, 14 წლის გოგოს ცემის ფაქტზე მოზარდის მამა დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მამა შვილს ფიზიკურად მას შემდეგ გაუსწორდა, რაც შეიტყო, რომ მას 25 წლამდე მამაკაცთან სექსუალური კავშირი ჰქონდა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარის გამო უწყებამ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო, რაც სექსუალური ხასიათის დანაშაულსა და ოჯახში ძალადობას გულისხმობს. მათივე ცნობით, დაკავებულია 14 წლის მოზარდის მამა. რაც შეხება სავარაუდო დამნაშავეს, 25 წლის მამაკაცს, ჯერჯერობით დაკავებული არ არის.

მანამდე ადგილობრივებმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, რომ შემთხვევა წუხელ მოხდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, 14 წლის გოგონა ხელვაჩაურში ერთ-ერთ სარიტუალო დარბაზში მუშაობდა.

„14 წლის გოგოს მამამ მომხდარი რომ შეიტყო, მოზარდს სცემა, ასევე მამამ გაარკვია სავარაუდო დამნაშავის ვინაობა და ფიზიკურად იმასაც გაუსწორდა. მამა დაკავებულია“, - განაცხადეს ადგილობრივებმა.