რა ხდება მოლდოვაში მას შემდეგ, რაც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმების შედეგად მესამე ქვეყანაში ელექტროენერგია გაითიშა
“რუსეთმა მოლდოვა სიბნელეში დატოვა. უკრაინაში რუსეთის ომი ხალხს ხოცავს, რაკეტებით ანადგურებს საცხოვრებელ სახლებს და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. უკრაინაში თავდასხმები გრძელდება. როგორი რთულიც უნდა იყოს ახლა, ჩვენი ერთადერთი გზა, მოლდოვის რესპუბლიკის სამომავლო გზა, თავისუფალ სამყაროსკენ უნდა რჩებოდეს”, - წერს სანდუ.
მან ასევე აღნიშნა, რომ მოლდოვა ტექნიკურ პრობლემებს მოაგვარებს და ელექტრომომარაგებას აღადგენს. სანდუს თქმით, ყველა სახელმწიფო უწყება ამ მიმართულებით მუშაობს.
“ახლა სატრანსპორტო კოლაფსია. გაითიშა შუქნიშნები, ბენზინგასამართებზე რიგებია“ - წერს ტელეგრამ-არხი NotaBene74 და ვიდეოს ავრცელებს.