"17 წლის გოგონა დაიღუპა" - უბედური შემთხვევა მარნეულში, ავტოსაგზაო შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა
მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევას 17 წლის გოგონა ემსხვერპლა.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მერაბ კოსტავას ქუჩაზე მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მოზარდი გზაზე გადადიოდა, რა დროსაც "რეინჯ როვერის" მარკის ავტომანქანა დაეჯახა. გარდაცვლილს თავის არეში უმძიმესი დაზიანებები ჰქონდა.
ვიდეო: "მთავარი არხი"