loader

"არ შეიძლება ასე, დაეცემა ვინმეს და ფულის დაზოგვა გახდება დიდი ტრაგედიის ნაწილი" - სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეო განხილვის საგნად იქცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არ შეიძლება ასე, დაეცემა ვინმეს და ფულის დაზოგვა გახდება დიდი ტრაგედიის ნაწილი" - სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეო განხილვის საგნად იქცა

"თქვენ იცით, მანქანის წინა თვლის დახმარებით როგორ აიტანოთ ტვირთი ბოლო სართულზე?" - ამის შესახებ მოძრაობა "ჩემი ქალაქი მკლავს" სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს აქვეყნებს.

ვიდეოს კომენტარებში საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა:

"ასხლტება სადმე ეგ ტროსი ბორბლის დისკზე ან გაწყდება, დაეცემა ვინმეს ტვირთი სადარბაზოდან გამომავალს და მთელი ეს ხიტრაჟოპობა და ფულის დაზოგვა გახდება დიდი ტრაგედიის ნაწილი. არ შეიძლება ასე...

ერთი რამე არის გასათვალისწინებელი, ჩამოაქვთ ტვირთი და არ ააქვთ. ჩამოტანა ბევრად უსაფრთხოა, ვიდრე ატანა, მუხრუჭით იჭერს და იმდენს გაუშვებს, რამდენიც საჭიროა. ატანისას დახვევა შეიძლება არასწორად წავიდეს, "სცეპლენიე" უნდა აწვალოს, ავტომატიკით საერთოდ გაჭირდება დარეგულირება, ამიტომ ატანა ძალიან ცუდი აზრი იქნებოდა.

ლეგენდის თანახმად, ეს კაცი "დისქავერის" არხზე მიიწვიეს წამყვანად...

ხერხი ჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსა, ამაზეა ნათქვამი...

რა უნდა, გამოაბი დისკს და გადაახვიე ერთი-ორჯერ და ეგაა, მშვენიერი მოფიქრებაა...

ბიიჭოოო, ასეთი რამ პირველად ვნახე, რას არ მოიფიქრებენ რა, საღოლ!

ხალხი შრომობს რაღაცა და ყველაფერში ნეგატივს ხედავთ. აბა, მაგ კაცს რომ ჰქონდეს შესაძლებლობა, მაგით კი არ იწვალებდა, ცუდი გაგებით არ ვამბობ...

ალბათ, მეზობლებმა უთხრეს, ლიფტით არ ისარგებლოო და აჰა, ამანაც მოიფიქრა რა...

ჩამოაქვთ. ასე ატანა ძალიან რთული და საშიში იქნებოდა...

ამას ქართველი თუ მოიფიქრებდა. ძალიან გვიჭირს მენტალურად, აქამდე მიიყვანა ბიძინამ ქვეყანა, ყველა ნიჭიერი ვინც იყო, გააქცია ქვეყნიდან და ასეთი ხალხი რჩება მხოლოდ. წარმოიდგინეთ, რა მარაზმია, ყოველი ფეხის ნაბიჯზე ასეთი ხალხი რომ გხვდება მხოლოდ...

მანქანა კაი, მაგრამ ამ კაბელების ჯუნგლებში როგორ ცხოვრობენ? ვიდეოდან შემეშინდა...

ყველაფერში რომ ნიჭიერები ვართ რაა..." - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.