loader

"ვარდების რევოლუციის" 19 წლისთავთან დაკავშირებით თბილისსა და ბათუმში აქციები გაიმართება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვარდების რევოლუციის" 19 წლისთავთან დაკავშირებით თბილისსა და ბათუმში აქციები გაიმართება

დღეს, 18:00 საათზე, „ვარდების რევოლუციის“ მე-19 წლისთავთან დაკავშირებით თბილისსა და ბათუმში აქციები გაიმართება.

ღონისძიების ორგანიზატორების მიერ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ისინი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და საქართველოში „რუსული რეჟიმის“ დასრულებას მოითხოვენ.

„23 ნოემბერს, ვარდების რევოლუციის მე-19 წლისთავზე ვიკრიბებით თბილისში, პარლამენტის წინ და ბათუმში, ერას მოედანზე. გამოდით ყველა, ვინც თვლით, რომ ამ დღეს საქართველოში თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობა და განვითარება დაიწყო“, - აღნიშნულია „მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების საზოგადოებრივი კომიტეტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.