loader

"დღეს მთავრობაზე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება..." - ლევან დავითაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დღეს მთავრობაზე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება..." - ლევან დავითაშვილი

დღეს საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში 123-მა დევნილმა ოჯახმა საცხოვრებელი ფართები მიიღო, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„დღეს მთავრობის სხდომაზე ერთ-ერთი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომელიც უკავშირდება დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართების გადაცემას. საქართველოს ბევრ მუნიციპალიტეტში 123 დევნილ ოჯახს 137 ერთეული უძრავი ქონება, საცხოვრებელი ფართი გადაეცა. მათ შორისაა: თბილისი, ზუგდიდი, გორი, ქუთაისი, წყალტუბო, მცხეთა, ბათუმი, ახალციხე, ხობი, მარტვილი, სენაკი, წალენჯიხა, ფოთი, ჩხოროწყუ, ქობულეთი, გურჯაანი, თეთრიწყარო, გარდაბანი და ხაშური“,-განაცხადა დავითაშვილმა.