loader

"არ მჯერა, რომ ეს პოსტი მიხეილ სააკაშვილის დაწერილია... ჯანმრთელობის მდგომარეობა მას არ აძლევს შესაძლებლობას, რაიმე პოსტი აქვეყნოს" - შალვა ხაჭაპურიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არ მჯერა, რომ ეს პოსტი მიხეილ სააკაშვილის დაწერილია... ჯანმრთელობის მდგომარეობა მას არ აძლევს შესაძლებლობას, რაიმე პოსტი აქვეყნოს" - შალვა ხაჭაპურიძე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ეჭვს გამოთქვამს, რომ პოსტი, რომელიც დღეს სააკაშვილის სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა, მისი დაწერილი არ არის.

"ფეისბუქსტატუსში" საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი განმარტავდა, რომ მას მოწამვლასთან დაკავშირებით ადვოკატებთან ეჭვი არასდროს გამოუთქვამს.

"მიხეილ სააკაშვილის დაწერილია თუ არა ეს პოსტი, ამას გავარკვევ. ჯანმრთელობის მდგომარეობა მას არ აძლევს საშუალებას, პოსტები აქვეყნოს. თუ დაწერა, საინტერესოა, რა იყო ამის მიზეზი, თუ არ დაწერა, ამასაც გავარკვევ. ეჭვი მაქვს, რომ არ დაუწერია. თვეებია, განცხადებას ვაკეთებთ იმასთან დაკავშირებით, რომ გაჩნდა ეჭვი, რომ მას ორგანიზმში შესაძლოა, გარკვეული მეტალები ჰქონოდა და ამის გამო ყოფილიყო მოწამლული. უშუალოდ "ვივამედის"ერთ-ერთმა ექიმმა 15 მაისს განაცხადა, რომ სააკაშვილის ანალიზები უნდა გადამოწმებულიყო და ანალიზები ჩატარებოდა, რათა დადგენილიყო, ხომ არ იყო მის ორგანიზმში სხვადასხვა მეტალი. მისი სისხლის ანალიზი ლაბორატორიაში გადაგზავნეს. პასუხში აღნიშნული იყო, რომ მას არ აღენიშნებოდა ტოქსიკოლოგიის ნიშნები. თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ მინერალები სისხლის ანალიზში ვერ აღმოჩნდებოდა, საჭირო იყო დამატებითი კვლევა. ამერიკელი ექსპერტების მიერ გაკეთებული კვლევის მიხედვით, სააკაშვილს გარკვეული მინერალები აღენიშნებოდა. ამჟამად ტოქსიკოლოზი მუშაობს, საიდან შეიძლება მას ეს ნივთიერებები ჰქონოდა. თუმცა, პირადად ჩემ მიერ მოწამვლაზე ინფორმაცია არასდროს გაჟღერებულა, მოწამვლა დანაშაულია, მინერალები მას ორგანიზმში სხვადასხვა მედიკამენტით შეიძლებოდა ჰქონოდა. ჯერ რაიმე დასკვნის გაკეთება ძნელია, 2-3 დღეში იქნება პასუხი", - განაცხადა ხაჭაპურიძემ.