loader

"მამამ ძლივს გამოჰგლიჯა... ისეთ საშინელებას შევესწარი ამ წუთას, რომ არ დავწერო, არ შემიძლია" - რას წერს თვითმხილველი პიტბულის მიერ მცირეწლოვანი ბავშვის დაგლეჯის ფაქტზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მამამ ძლივს გამოჰგლიჯა... ისეთ საშინელებას შევესწარი ამ წუთას, რომ არ დავწერო, არ შემიძლია" - რას წერს თვითმხილველი პიტბულის მიერ მცირეწლოვანი ბავშვის დაგლეჯის ფაქტზე?

თბილისში მცირეწლოვანი ბავშვი პიტბულმა დაგლიჯა. არსებული ინფორმაციით, ბავშვი მძიმე დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ძაღლი, რომელიც მოულოდნელად აგრესიული გახდა, ბავშვის ოჯახს ეკუთვნის.

"ისეთ საშინელებას შევესწარი ამ წუთას, რომ არ დავწერო, არ შემიძლია. პეტრიაშვილზე წლის ბავშვი თავისივე სახლში პიტბულმა დაგლიჯა. გადარჩება თუ არა, არ იციან. მამამ ძლივს გამოჰგლიჯა.

ეს რა სენი შეგვეყარა, ადამიანები ერთმანეთს ვეღარ იტანენ და ძაღლების სიყვარულით გადაირიენ" - წერს სოციალურ ქსელში ლალი საყვარელიძე.